საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის. მათ შორის იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს, ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები აკაკი ბობოხიძის ხელმძღვანელობით და ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები ტარიელ ლონდარიძის ხელმძღვანელობით.
განცხადება ფრაქციების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-სპიკერის პოსტზე გიორგი ბარამიძეს წარადგენს, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას თავად დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.




