ტარიფები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ტარიფების გადახედვას არ გამორიცხავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტარიფების გადახედვა შესაძლებელია, თუ იქნება კანონდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები, კომისია მზად არის ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალურად განიხილოს და იმსჯელოს როგორც არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიებსა და ტარიფებზე, ასევე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე." – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტარიფების შემცირებას, არასწორია.

 

კომენტარები