ქართველი მეცნიერი გია დვალი განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ შეიქმნება.
,,აღარ უნდა დავუშვათ არანაირი შეცდომა. განათლების დარგი უნდა იყოს შუქურა ჩვენი მომავლის, რადგან სწორედ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა."-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




