სოციალურ ქსელ YouTube-ზე გამოჩნდა ტელეკომპანია Пик-ის 15 ოქტომბრის გადაცემა, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვის ნაცვლად, არხზე შექმნილ მდგომარეობას ეხება. ეთერში გადაცემის წამყვანები ერთ მთავარ კითხვას სვამენ - ემუქრება თუ არა Пик-ს დახურვა და რატომ გაქრა მაუწყებლობის სიგნალი თანამგზავრზე? ამ კითხვაზე პასუხი წამყვანებს არ აქვთ. ამიტომ ისინი ეთერში უფრო კონკრეტულ შეკითხვებს სვამენ.
რატომ არ უხდიან არხის თანამშრომლებს ხელფასებს? პირველი კავკასიური საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით მაუწყებლობს. როგორც ამ არხის ჟურნალისტები აცხადებენ, Пик-ს დამკვეთის ყველა პირობა შესრულებული აქვს.
რატომ ამოიწურა საქართველოს პარლამენტის მიერ არხისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი ვადაზე ადრე? სად და რაში დაიხარჯა Пик-ისთვის გამოყოფილი მთელი წლის ბიუჯეტი?
ვინ დგას ამ სკანდალის უკან? - ამ კითხვას ბლოგერები სვამენ. პირველი კავკასიურის შესაძლო დახურვის თემა სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილება. ჩართვის ჟურნალისტები ყველა ამ კითხვას დუმილით პასუხობენ.




