მთავრობა

ნოდარ ხადურის და გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები მინისტრების პოსტზე განიხილება

ქართული ოცნების წევრმა დავით საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის დატოვებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კოალიციის წევრის ნოდარ ხადურის და ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები მინისტრების პოსტზე სხვა კანდიდატურებთან ერთდ განიხილება. გავრცელებული ცნობით, ხადური ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო მარგველაშვილი - განათლებისა და მეცნიერების.

საგანელიძემ აგრეთვე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილება. მისი თქმით, აღიშნულ პოსტთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება.

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა მამუკა ნიკოლაიშვილმა პირადად დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ მას აღნიშნული პოსტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უცნობია ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატურები. ასევე, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, გაუქმდება.

 

კომენტარები