ის, რომ ქართულმა ოცნებამ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი შესთავაზა, მამუკა ნიკოლაიშვილმა ტელეკომპანია პირველ კავკასიურთან ინტერვიუში დაადასტურა.
ნიკოლაიშვილს ეს პოსტი 2003 წელს ეკავა. მაშინ მან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დავით მირცხულავა შეცვალა.
ტელეკომპანიის ცნობით, ნიკოლაიშვილი პარიზში იმყოფება და ალტერნატიული ენერგიის საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით, ამჟამად ჩამოსვლას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ საელჩოსთან, კერძოდ, პასპორტის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს.




