ბიძინა ივანიშვილის თქმით, ორშაბათისთვის ცნობილი იქნება დარჩენილი მინისტრობის კანდიდატების ნაწილი. პარლამენტის სპიკერობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ შემდეგი კვირის დასასრულისთვის ყველა კანდიდატის სახელი ცნობილი იქნება.
"გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად და მთავრობის შემადგენლობის სრულად დასაკომპლექტებლად. დღევანდელი მდგომარეობით პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა იმიტომ, რომ მთავრობა გადამდგარია. ამიტომ გარკვეული საკითხები უფრო დაჩქარებული ტემპით წარიმართება, 10 დღით ადრე მოხდება ყველა საკითხის ჩამოყალიბება, ვიდრე დაგეგმილი იყო", განაცხადა უსუფაშვილმა.




