დაცვის პოლიცია

დაცვის პოლიციის შვიდასამდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

დაცვის პოლიციის დაახლოებით 700 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პოლიციელები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიის თანამშრომლებმა მათ ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში გადასვლა შესთავაზეს.

,,დღეს დილით ჩვენთან მოვიდა დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი მერიის თანამშრომლებთან ერთად და გვითხრა, რომ ჩვენი სამსახური უქმდებოდა და სურვილის შემთხვევაში, შეგვეძლო უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში გადავსულიყავით, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, რადგან კერძო სამსახურში გადასვლა არ გვინდა და სამსახურიდან დაგვითხოვეს."-განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელების ნაწილი ამ წუთებში კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანება დედაქალაქის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

კომენტარები