„პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება“ - ასეთია „არისტერიუმი 2012“ თემა. გახსნის დღიდან, 5 ოქტომბრიდან მოყოლებული, მისმა ორგანიზატორებმა და კურატორებმა არაერთი საინტერესო ღონისძიება, უორქშოფი და პრეზენტაცია შესთავაზეს ქართველ მაყურებელს.
„არსტისტერიუმი 2012“ -ის ფარგლებში ხვალ, 11 ოქტომბერს 14:00-ზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჯოანა ფოიტიგის და ლორა ლაზერის ლექცია/უორქშოფი გაიმართება, რომელიც ა.შ.შ.-ში საჯარო ხელოვნების მეთოდოლოგიას შეეხება.
ხოლო 13 ოქტომბერს, შაბათს, ჩუკა ნინო კუპრავა და ლიდია მეთიუსი ელიავას აღმოსაჩენად ერთდღიან ფესტივალზე გეპატიჟებიან - „აღმოაჩინე ელიავა: სტრიტვაიზ - ღია სახლი“. „აღმოაჩინე ელივა“ არის ადგილობრივი, მულტი-დისციპლინარული, კროს-კულტურული და ადგილ-სპეციფიკური საჯარო ხელოვნების ლაბორატორია, რომელიც იკვლევს თბილისის „ელიავას ბაზრობის”უნიკალურ ხასიათს. ქართველ და ჩრდილოეთ ამერიკელ ხელოვანებს შორის, ისევე როგორც ადგილობრივი, „ელიავას ჯგუფი“-ს წევრებს შორის არაექსპერიმენტული, ღია ურთიერთგაცვლითი პროცესი აპროვოცირებს შემდგომი საკითხების წამოჭრას: ცოდნის რა ფორმები შეიძლება გამოიმუშაონ არტისტებმა, დიზაინერებმა და ადგილობრივმა მოქალაქეებმა რათა წინ აღუდგნენ სტატუს-ქვოს და ხელახლა გაიაზრონ საკუთარი გარემო? როგორ შეუძლია „ელიავა“-ს კომპლექსს იყოს ინსპირატორი კრეატივისთვის მაშინ, როდესაც თანადროული რეფორმირება მას უფრო ვიტალურ, უბრალოდ სოციალურ ან ეკოლოგიურად ბალანსირებულ ადგილად აყალიბებს?
ერთდღიან ფესტივალზე თქვენ დაგხვდებათ: 15:00- Ghana ThinkTank, „განსხვავებები: ადამიანები პრობლემებით“ ინტერაქტიული სკულპტურა/პერფორმანსი; 17:00 - ჰიპ ჰოპ პერფორმანსი, იარო სლეპს/ირაკლი მაღრაძე.




