ვლადიმერ პუტინი

პუტინი: სააკაშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ერთმანდატიანი ოლქების მეშვეობით შეეცდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და მის შედეგებზე კომენტარი НТВ-ს ეთერში გააკეთა. გადაცემაში „ცენტრალური ტელევიზია“, პუტინმა განაცხადა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილი შეეცდება ძალაუფლება ერთმანდატიანი ოლქების სიების მეშვეობით შეინარჩუნოს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც თანამდებობის დატოვების დრო მოვა, მისთვის რთული არ იქნება ხელისუფლების სხვისთვის გადაბარება. მან დაუმატა, რომ როდესაც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ასევე უარი თქვა ძალაუფლების ბერკეტებზე. „მაშინ სახელმწიფოს მართვის პრაქტიკულად ყველა ბერკეტი გადავეცი ახალ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს, რომელიც მხოლოდ იმიტომ კი არ აირჩიეს, რომ მე გავუწიე რეკომენდაცია, არამედ მისი პროგრამიდან, მორალურ-საქმიანი თვისებებიდან და სიმპათიებიდან გამომდინარე“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

კომენტარები