დამკვირვებლები

სამართლიანი არჩევნები - მონიტორინგის ბოლო შედეგები

ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებზე დაკვირვების ახალი შედეგები წარმოადგინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დამკვირვებელთა მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობამ დღის 12 საათისთვის 25 პროცენტი შეადგინა. რაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაბამის მაჩვენებელს 3 პროცენტით აღემატება.

მისი თქმით, მატულობს შემთვევბვის რიცხვი, როდესაც დამკვირვებლებს არ ეძლებვათ უბნებზე დაკვირვების საშუალება. ლომჯარიამ ყველა დონის საარჩევნო ადმონისტრაციებს მოუწოდა, უზრუნველყონ დამკვივებლებისთვის მათი უფლებამოსილების განხორციელება.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 4 შემთვევა - ჩოხატაურის მე-18, მარტვილის მე2, გლდანის 54-ე და დმანისის მე-4 უბნებზე.

ორგანიზაციის გამკვირვებელთა მონაცემებით, ამომრჩეველთა მარკიტრების შემოწმება არ მოხდა 3 უბანზე - ოზურგეთის 45-ე, საბურთალოს მე-13, მარნეულის მე-8 უბანზე.

ორგანიზაციამ არასთანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის 6 და საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების ხუთი შემთხვევა დააფიქსირა. ლომჯარიას თქმთ, გარკვეულ პრობლემებს ქმნის ხალხმრავლობა საარჩევნო უბნებზე.

სამართლიანი არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალქალაქის ნომერ 9 უბანზე, სადაც არ კეთდებოდა მარკირება, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდება პირადობის მოწმობის გარეშე. კომისიის წევრები აგიტაციას უწევენ ნაციონალურ მოძრაობას, ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავეენ სუბიექტს და ისე აძლევენ ბიულეტენებს ამომრჩეველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მოითხოვს კენჭისყრის პროცესის შეჩერებას და დარღვევის აღმოფხვრას, ასევე შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობას.

ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 34 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი.

 

კომენტარები