არჩევნები

ეკა ზღულაძე: შსს სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე იზრუნებს

 

პირველი ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს 30 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. ზღულაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა  არის თითოეული მოქალაქისთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მშვიდ, ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

 "მოვუწოდებ პარტიულ აქტივისტებს, პატივი სცენ თითოეული მოქალაქის უფლებას, გააკეთოს ასეთი არჩევანი და პატივი სცენ ამ არჩევანს, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან. ხვალინდელი დღე უნდა იყოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის ზეიმის დღე", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოლიციას აქვს ინსტრუქცია იმოქმედოს ფრთხილად, თავშეკავებით, თუმცა რამე სახის ინციდენტის შემთხვევაში, პოლიცია სრულ მზადყოფნაშია დაარეგულიროს სიტუაცია, მიიღოს ზომები და დაიცვას არჩევანის გაკეთების თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.
ზღულაძემ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების დღე, მშვიდობიანად ჩაივლის.

 

კომენტარები