მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ დემოკრატიის ამ გამოცდას ჩავაბარებთ, რუსეთს აგრესიის გამოვლენა უფრო გაუჭირდება

მიხეილ სააკაშვილმა France 3-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც გლდანის ციხის სკანდალსა და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

"-ციხესთან დაკავშირებული სკანდალის არჩევნებს ხომ არ წააგებთ?

-არა მგონია, დამოუკიდებელი გამოკითხვების უმრავლესობაში დიდი უპირატესობით ვლიდერობთ. რა თქმა უნდა ეს სკანდალი ჩვენთვის ძალიან სერიოზულია, მაგრამ ეს არ ცვლის ქართველი ხალხის მიდგომას, რომელიც მომავალს და განვითარებას უჭერს მხარს და რომელსაც წარსულში გაღვიძება არ უნდა. ამიტომ ვარ ასე დარწმუნებული არჩევნების შედეგებში.

-ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეთ პრობლემის მოსაგვარებლად.

-დიახ, ორი მინისტრი გავათავისუფლეთ, ოცდაათამდე ადამიანი დავაპატიმრეთ და ციხის სისტემის სათავეში ყოფილი სახალხო დამცველი დავაყენეთ, ის სისტემას რამდენიმე წელია აკრიტიკებს. ის ისევე გარდაქმნის ციხის სისტემას, როგორც პოლიციის სისტემა გარდავქმენით. ასევე აღნიშვნის ღისრია, რომ საქართველოში კრიმინალის და კორუფციის დონე უფრო დაბალია ვიდრე ევროპაში, ევროკავშირის მიხედვით.

 -ამ სკანდალში თქვენი ოპონენტის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ხელს ხომ არ ხედავთ?

 -ამ ვიდეობზე ფული რომ დაიხარჯა ეს ცხადია. მაგრამ ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. ეს დანაშაული იყო, დანაშაული რომელიც ჩვენ სისტემაში მოხდა და ამისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.  იყო თუ არა აქ მანიპუალაცია და პოლიტიკური თამაშები, ეს არ არის გამამართლებელი საბუთი. როგორც უკვე ვთქვი, საქართველო ძალიან ძალადობრივი საზოგადოება იყო და ეს ძალიან შეიცვალა. ძალადობა, მათ შორის ციხეშიც, საბჭოთა წარსულის გადმონაშთია, და ჩვენ ის მოვიშორეთ, თუ კიდევ არის ციხეებში დარჩენილი მისი მცირე ნაწილები, იმასაც უნდა მოვუაროთ.

 -თუ თქვენი პარტია ორშაბათს დამარცხდება, როგორ ფიქრობთ, ეს საქართველოში მოსკოვის მართველობის დაბრუნება იქნება?

-უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებილი ვარ რომ ჩვენი პარტია მოიგებს არჩევნებს. რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელმაც აგრესია გამოავლინა მასზე 100-ჯერ პატარა ქვეყნის მიმართ და მიუხედავად ამისა მათ ვერ შეძლეს საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მათ ვერ შეძლეს ევროპისთვის გაენადგურებინათ სტრატეგიული მილსადენები, და მათ ვერ შეაჩერეს ნატოს გაფართოება. პუტინს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს აგრესიისთვის. მაგრამ საქართველომ აჩვენა მაგალითი გადასვლის რომელიც მოსკოვში მყოფი ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ ამ არჩევნებზე ძალიან ფრთხილად ვართ. თუ დემოკრატიის ამ გამოცდას ჩავაბარებთ, მაშინ კიდევ უფრო რთული იქნება რომ ჩვენს ქვეყანას შემოუტიონ. ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, წელს მაგალითად 8% იყო ზრდა."

 

კომენტარები