შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მალხაზ ხულორდავა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მალხაზ ხულორდავა კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა.
”ადგილზე მისულ პოლიციას ხულორდავა გაექცა. პოლიციამ განახორციელა დევნა. ხულორდავას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ბინა გაჩხრიკეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.




