შსს

საფრანგეთის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

“ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართულ მხარეს ფრანგული ჟანდარმერიის მიერ დოკუმენტაცია გადაეცა, რომელიც ასახავს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კავშირს კრიმინალურ ავტორიტეტებთან საფრანგეთის ტერიტორიაზე.

 

კომენტარები