ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად 110 დეპუტატიდან 109 უკვე აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ვერ მოხვდა ოპოზიციური პარტიების ვერცერთი წარმომადგენელი. BBC–ის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა 74, 3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რის გამოც არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე აქტივობა გაცილებით ნაკლები იყო. ერთობლივ განცხადებაში ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, რადგან მათი, თქმით, ხმის მიცემის პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე და ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში არჩევნებზე აქტივობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ბევრ ქვეყანაში. მისი თქმით, ბედნიერებაა, როდესაც არჩევნები მშვიდობინად ტარდება. „ჩვენ არ გვჭირდება რევოლუცია." – განაცხადა ლუკაშენკომ საარჩევნო უბანზე მისვლისას. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ მონაცემებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.




