შსს

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ ორ პირს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ ორ პირს, დავით ფაცაციას და ლაშა მესხიას 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ფაცაციას ძმას, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა, ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

შსს–ს ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ოთხი პირი 21 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

,,ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.“ – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

კომენტარები