შსს

ეკა ზღულაძე: საპატრულო პოლიცია სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. ”ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს” - თქვა ზღულაძემ. მან პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მათ შორის ძალადობის აღმოფხვრის კუთხით და თქვა, რომ საპატრულო პოლიცია ახლა სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში იქნება, რათა მიეხმაროს მას საპატიმროებში სისასტიკის აღმოფხვრაში.

მან მომხდარი ამაზრზენ დანაშაულადაც მოიხსენია. ”იყო დრო, როდესაც ყველა უწყება ასეთი დახურული და სასტიკი იყო, როგორც ეს ციხე. იყო დრო როდესაც ორგანიზებული დანაშაული ანგრევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს დრო დამთავრდა და აღარასოდეს უკან არ დაბრუნდება. მე ვაძლევს საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას, რადგან , მე თვითონ 18 წლის წინ ვიყავი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ძალიან კარგად მაქვს გათავისებული ეს სიტყვები და ის ვითარება, რაც საქართველოში დღეს არის. საქართველოში რ არის ადგილი ძალადობისთვის. ეს სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი შვილები და მშობლები თავს გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად, მათ შორის არჩევნებზე. ჩვენი ხალხი არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში გააკეთებს. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი” - განაცხადა ზღულაძემ.

 

კომენტარები