შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე შეასრულებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შეასრულებს. ის 2006 წლის მაისში დაინიშნა შსს მინისტრის მოადგილედ. 

ეკა ზღულაძე ბაჩო ახალაიას ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ”მე, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, შეძ­რწუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ და­ნა­შა­უ­ლით, რო­მე­ლიც გლდა­ნის მერ­ვე საპ­ყრო­ბი­ლე­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე უკ­ვე წლე­ბია აღარ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მას, ზო­გი­ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ არ და­ეშ­ვათ მსგავ­სი ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტე­ბი, ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დროს და­იწ­ყო მუ­შა­ო­ბა სის­ტე­მა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე ვგრძნობ მო­რა­ლურ  და პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას  იმის გა­მო, რომ ჩვენ ვერ აღ­ვკვე­თეთ ეს სა­ში­ნე­ლი პრაქ­ტი­კა. ამი­ტომ მივ­მარ­თე პრე­ზი­დენტს ჩე­მი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით” - განაცხადა ახალაიამ. 

კომენტარები