სასჯელაღსრულების სისტემა

ინფორმაცია პატიმარ გოდერძი კიკნაძის გარდაცვალების შესახებ მცდარი აღმოჩნდა

მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავის ნომერ მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა, მცდარი აღმოჩნდა. 20 სექტემბერს მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ.

 ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მსჯავრდებული კიკნაძე იყო ძალიან აგრესიული, არ ისურვა საუბარი არც სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და არც საკუთარ ადვოკატთან, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაწესებულებაში ვიზიტის დროს დაუშვეს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსანახულებლად.

 

კომენტარები