საქართველო-აშშ

აშშ-ს საელჩო პატიმართა ცემის ფაქტებს გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ს საელჩო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ს საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმართა ცემის ფაქტები უმოკლეს დროში გამოიძიოს და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

"ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას.” - ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები