ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლზე თავდასხმა განხორციელდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ცხინვალში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იბრაჰიმ გასეევის საცხოვრებელი სახლის კარი ააფეთქეს.

Ekhokavkaza-ის ინფორმაციით, ინციდენტი გვიან ღამით 12 სექტემბერს მოხდა. გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი ბინის კარის ქვეშ იყო დამონტაჟებული. აფეთქებისას გასეევი სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

დე–ფატქო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრის სამხედრო საქმიანობას უკავშირდებოდეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

კომენტარები