ლიბია

ლიბიაში აშშ-ს ელჩი მოკლეს

ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოკლეს. კრისტოფერ სტივენსი აშშ-ს საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ელჩის გარდა დაიღუპა საელჩოს კიდევ 3 თანამშრომელი. მათი ვინაობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

თავდასხმა უკავშირდება, ინტერნეტით გავრცელებულ ფილმს ,,ისლამის უწყინარობა’’, რომელიც ამერიკელმა მოყვარულმა კინემატოგრაფებმა შექმნეს. 

BBC-ის ცნობით, აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა მოხდა კაიროშიც. 

კომენტარები