თურქეთმა ოფიციალურ ბაღდადს ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ტარექ ალ ჰაშემის ექსტადიციაზე, რომელსაც ერაყის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, უარი განუცხადა.
”თურქეთი კარგად იცნობს ალ ჰაშემის. ერაყთან 10 წლიანი მეგობრული ურთიერთობისას ჩვენ კარგად გავეცანით ამ ადამიანის პოზიციასა და ქმედებებს და გვჯერა მისი უდანაშაულობის.” - განაცხდა თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის მთავრობა არ აპირებს ალ ჰაშემის ერაყისთვის გადაცემას.
Svobodanews-ის ცნობით, ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად სტამბოლში სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პოლიტიკოსი ყველა წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ერაყში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მას მისი საქმის სამართლიანი გამოძიების გარანტიას მისცემენ.
ერაყის სასამართლომ ტარექ ალ ჰაშემის სასიკვდილო განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ბრალი მაღალჩინოსნების მკვლელობის ორგანიზებაში ედება. ალ ჰაშემი გასული თვის დეკემბრიდან თურქეთში იმყოფება.





