თურქეთი

სტამბოლში პოლიციის განყოფილებასთან ტერაქტი მოხდა

თურქეთის დედაქალაქ სტამბულში ერთ-ერთ რაიონულ პოლიციის განყოფილებასთან ტერაქტი განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას ერთი სამართალდამცავი ემსხვერპლა, ხოლო ათამდე ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა პიროვნებამ აამოქმედა. შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია ხელყუმბარა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ტერაქტის უკან შესაძლოა ქვეყანაში აკრძალული შეიარაღებული ორგანიზაცია ქურთული სამუშაო პარტია იდგეს.

რადიკალურ მოძრაობასთან დაპირისპირებისას სხვადასხვა დროს თურქეთში 45 ათას ადამიანამდეა დაღუპული.

 

კომენტარები