კვლევა

NDI:განათლების, ნატოში გაწევრიანების, დასაქმების საკითხებს ნაციონალები უკეთ მოაგვარებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს თვის პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შედეგების თანახმად, განათლების(38%), ნატოში გაწევრიანების(36%), ჯანდაცვის(34%), დასაქმების(33%) და დემოკრატიის განვითარების(33%) საკითხების მოგვარებას ნაციონალური მოძრაობა უკეთ შეძლებს, ვიდრე სხვას რომელიმე პარტია.

სოფლის მეურნეობაში მმართველი პარტიის ეფექტიანობის 32%-ს სჯერა, ქართული ოცნების კი 17%-ს. გადასახადებისა და ინფლაციის საკითხების მოგვარებას, გამოკითხულთა 29%-ის აზრით, ნაციონალური მოძრაობა უკეთ შეძლებს, 16%-ის აზრით კი, ქართული ოცნება. ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებაში უპირატესობას მმართველ პარტიას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქართულ ოცნებას კი 18%. გამოკითხულთა 24%-ის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ნაციონალური მოძრაობა უკეთ შეძლებს, 21%-ის აზრით, კი ქართული ოცნება.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ყველა აღნიშნული საკითხის წარმატებით მოგვარების მხოლოდ 2-5%-ს სჯერა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 

კომენტარები