კვლევა

NDI:38%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალური მოძრაობა დგას, 14%-ის ქართული ოცნება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს თვის პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 38%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალური მოძრაობა დგას, 14%-ის კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო 4%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დგას.

კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პასუხის გაცემაზე 18% უარს აცხადებს, ხოლო 16%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის მიერ ივნისის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით აღნიშნულ საკითხში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 4%-ით გაიზარდა, ხოლო ქართული ოცნების 6%-ით დაეცა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 

კომენტარები