სექტემბერს საქართველოში NATO_ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოდის. ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად თბილისს ეწვევიან აშშ-ს სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯოზეფ ლიბერმანი. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, სენატორები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ხოლო რასმუსენის მესამე ვიზიტი საქართველოში, ნიშნავს, რომ ურთიერთობის დინამიკა საქართველოსა და NATO-ს შორის სულ უფრო ღრმავდება.
,,თბილისს NATO–ს გენერალური მდივანი რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა. ისინი ამბასადორიალში მიიღებენ მონაწილეობას , რომელიც თბილისში 5–7 სექტემბერს გაიმართება. ეს უკვე ნატოს გენერალური მდივნის მესამე ოფიციალური ვიზიტია ამ რანგში საქართველოში. ამბასადორიალში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები.”-განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რასმუსენი საქართველოში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ წინაშე სიტყვითაც გამოვა. ის ასევე შეხვდება ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში უნდა გაემგზავროს.





