ლოს–ანჯელესში 100 წლის მძღოლი მანქანით გადაადგილებისას ერთდროულად 11 ადამიანს დაეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, ხანსიშესულმა მამაკაცმა უკუსვლით მოძრავი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ერთ–ერთ სკოლასთან მოხდა. დაშავებულების უმრავლესობა ბავშვები არიან, რომელთაგანაც ოთხი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება. ხუთმა მათგანმა კი მცირე დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 100 წლის ადგილობრივი მცხოვრები პრესტონ კარტერი დახვდათ, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. ხანშიშესული მძღოლის თქმით, მან უკუსვლით მოძრავი მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა.




