შსს

შსს: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო მიმდინარე ოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მას უცვლელად გთავაზობთ:

„ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებს.

 

კომენტარები