შსს

ჟინვალის რწმუნებულის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

ჟინვალის რწმუნებულის, ბესიკ ბუზალაძის მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ბადაგაძე პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოში განუცხადეს.

სამმართველოს ცნობით, გუშინ ღამით პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა დუშეთში მცხოვრები ზურაბ შოთას ძე ბადაგაძე, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ბუზალაძე შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი, არარეგისტრირებული ნაგანის სისტემის იარაღით მოკლა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული.

ჟინვალის რწმუნებული, ბესიკ ბუზალაძე პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ბიჩნიგაურში გუშინ გარდაცვლილი იპოვნეს.

 

კომენტარები