ავღანეთი

ავღანეთში 10 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 10 ჯარისკაცი დაიღუპა. ხოლო 5 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გილმენდის პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, დაუდ ახმადის ცნობით, შემთხვევა ვაშირის რაიონში, კვირას ღამით მოხდა. მისივე ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა დამატებით 4 ჯარისკაცი. რაც შეეხება დაკარგულებს, ისინი ან გატაცებულები არიან, ან თავდამსხმელების მხარეს გადავიდნენ. 

კომენტარები