Pussy Riot

Pussy Riot-ის ორი წევრი შესაძლოა რუსეთიდან გაემგზავრა

პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის ადვოკატის მარკ ფეიგინის თქმით, არაა გამორიცხული, რომ კოლექტივის ორ წევრს, რომელთაც სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ, შესაძლოა ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინათ. ადვოკატმა BBC–სთან საუბარში განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რუსეთიდან გამგზავრება, რადგან გოგონები ფსევდონიმებით სარგებლობენ.

ანალოგიური ინფორმაცია Pussy Riot-ის Twitter-ის საშუალებითაც გავრცელდა. „ჩვენმა ორმა წევრმა წარმატებით დატოვა ქვეყნის ფარგლები! ისინი უცხოელ ფემინისტებს ეძებენ ახალი აქციების მოსამზადებლად“. ნათქვამია სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნული ქსელის საშუალებით აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდა დაკავებული და ძებნაში მყოფი წევრებისა, რუსეთში Pussy Riot–ის კიდევ მინიმუმ 12 წარმომადგენელია.

17 აგვისტოს Pussy Riot-ის სამი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა სასამართლომ ხულიგანობაში დამნაშავედ ცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

Pussy Riot-ის წარმომადგენლები საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

 

კომენტარები