აშშ

პუმა აშშ-ის კაზინოში შესვლას შეეცადა

აშშ-ის შტატ ნევადაში, ქალაქ რინოში მდებარე ერთ-ერთ კაზინოში კატისებრთა ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელი, პუმა შეეცადა შესვლას. თვითმხილველების ცნობით, კაზინოსთან მოხეტიალე პუმა მცირე ასაკის იყო და დაახლოებით 50 კილოგრამს იწონიდა.

BBC-ინფორმაციით, ცხოველმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან მან კარის გაღება ვერ შეძლო. ამის შემდეგ პუმამ ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან გადაინაცვლა. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადგილზე მისულმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პუმას დასაძინებელი საშუალება გაუკეთეს.

ცხოველის გადაყვანას ნევადას უნივერსიტეტში აპირებენ, სადაც მას კვლევებისთვის გამოიყენებენ, შემდეგ კი გაუშვებენ.

 

კომენტარები