კინოინდუსტრია

პრადა გეტსბისთვის

პრადა ახალი ფილმისთვის - The Great Gatsby, რომელიც კინოეკრანებზე 2013 წლის ივლისში უნდა გამოჩნდეს, პრადას და მიუ მიუს არქივებიდან 40 კაბას გადააკეთებს.

დიზაინერი ფილმის გარდერობის უფროსთან და რეჟისორის მეუღლესთან ქეთრინ მარტინთან თანამშრომლობს: ფილმში მონაწილე რამდენიმე მსახიობმა მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი კაბები უნდა მოირგოს.

The Great Gatsby-ის რეჟისორი ავსტრიელი ბეზ ლერმენია. პრადასთვის მასთან თანამშრომლობა პირველი არ არის: პრადამ ასევე იმუშავა ლერმანის 1996 წლის ფილმზე რომეო და ჯულიეტა. ამ ფილმში პრადას კოსტიუმი ფილმის მთავარმა გმირმა ლეონარდო დიკაპრიომ მოირგო. ახალ ფილმშიც დიკაპრიო თამაშობს. სულ ბოლო თანამშრომლობა რეჟისორსა და დიზაინერს შორის მაშინ შედგა, როცა ლერმანმა სკიაპარელისა და პრადას გამოფენაზე ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში მოკლე ფილმების სერიები გადაიღო.

პრადამ US Vogue-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას როგორც წესი არ უყვარს ტანსაცმელში რომელიმე პერიოდის პირდაპირ ასახვა, რადგან ასეთი მიდგომა ზედმეტად სწორხაზოვნად მიაჩნია, თუმცა როგორც კი ფილმის კოსტიუმებს ხელი მოკიდა, მაშინვე მიხვდა, როგორ შეიძლებოდა მცირე დეტალების დამატებით და სულ უმნიშვნელო ჩარევით პრადას და მიუ მიუს არქივის კაბების მეოცე საუკუნის სამოსად გაცოცხლება.

ფილმში მთავარი როლებს ლეონარდო დიკაპრიო, ქერი მულიგანი და ტობი მაგუაიერი ასრულებენ. დეიზის როლის შემსრულებლისთვის - ქერი მულიგანისთვის  საიუველირო ნაკეთობები  Tiffany & Co-მ უზრუნველყო. ეს სკოტ ფიცჯერალდის რომანის სულ მცირე მეშვიდე ეკრანიზაცია იქნება. 

კომენტარები