შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტუდია GNS-ის გადამღებ ჯგუფსა და ახმეტის რაიონის მცხოვრებლებს შორის მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა. შსს-ს ცნობით, 22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ბაჩანა ბულისკერიასა და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ.
”ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა. ყაჩმაზაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით მათ სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ. მათი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოყვა შელაპარაკება და ჩხუბი” - ნათქვამია განცხადებაში.
შსს აცხადებს, რომ სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმაც მიმართა. ისინი ამბობდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს. სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყაჩმაზაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სამართლის საქმე აღიძრა.
დაბრუნდაშვილმა დაკითხვის შემდეგ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ საქმე სისხლის სამარტლის კოდექსის 120-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.




