პაკისტანი

პაკისტანში ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვი მკრეხელობისთვის დააკავეს

პაკისტანის პოლიციამ 11 წლის, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული გოგონა მას შემდეგ დააკავა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მას ბრალი ყურანის შეურაცხყოფაში დასდო. ინცინდენტის შემდეგ, გოგონას მშობლებს დაემუქრნენ, რასაც სხვა ქრისტიანული ოჯახების მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცევაც მოჰყვა.

პოლ ბხატიმ, პაკისტანის ნაციონალური თანხმობის მინისტრმა განაცხადა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე გოგონას „სათუოა მიზანმიმართულად მიეყენებინა შეურაცხყოფა ყურანისთვის“. მისივე განცხადებით, თავდაპირველად პოლიციას არ სურდა გოგონას დაკავება, თუმცა, მოუხდათ, რადგან ბრბო ძალადობით დაიმუქრა. გოგონა ფურცლების დაწვისას შენიშნეს, სადაც სავარაუდოდ იყო ფურცლები ყურანიდანაც.

პაკისტანის კანონმდებლობა მკრეხელობისთვის სამუდამო პატიმრობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ქვეყანაში მკრეხელობაში ბრალდებული მრავალი ადამიანი კვდება. ძალადობა ხშირად მიმართულია იმ პოლიტიკოსთა მიმართაც, ვინც კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს.

მაგალითად, წინა წელს, შახბაზ ბხატი, ნაციონალური უმცირესობების მინისტრი მოკლეს. მიზეზად მის მიერ, მკრეხელობის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ მოწოდება იქცა.

 

კომენტარები