ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო სარეკლამო დროით ოთხი საარჩევნო სუბიექტი ისარგებლებს: ,,შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია'', ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს'', ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება'', ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება''.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანიებს მოუწოდებს, ეს ინფორმაცია გაითვალისწინონ და უფასო პოლიტიკური რეკლამა საკუთარ ეთერში მხოლოდ იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყონ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.




