ცესკო-ს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ამ დროისთვის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI) რეგისტრირებული.
საპარლამენტო არჩევნებს 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაც დააკვირდება: ფონდი საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი; ამომრჩეველთა ლიგა; სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირი და მოძრაობა გადაარჩინე სიცოცხლე.




