მედია

ფარიდ ზაქარია პლაგიატში შეამჩნიეს

ცნობილი მიმომხილველი ფარიდ ზაქარია პლაგიატში იქნა შემჩნეული. ამ ფაქტის გამო ჟურნალმა Time-მა და CNN-მა ზაქარია დროებით დაითხოვეს, Washington Post კი საკითხს განიხილავს.

ზაქარიამ Time-ში გამოაქვეყნა წერილი იარაღის კონტროლის შესახებ. მისი გარკვეული ნაწილი გადმოღებული იყო ისტორიკოს ჯილ ლეპორის სტატიიდან, რომელიც 2012 წლის აპრილში ჟურნალ New Yorker-ში გამოქვეყნდა.

ზაქარიამ ბოდიში მოუხადა Time-სა და CNN-ს რედაქციებს, აგრეთვე ლეპორსაც. მისი განცხადებით, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც მხოლოდ მისი ბრალია.

პლაგიატთა დაკავშირებულ სკანდალში ზაქარია 2009 წელსაც გაეხვა. მაშინ მას ჟურნალ Atlantic-ის მესვეტის ჯეფრი გოლდბერგის მიერ გამოქვეყნებული მასალის ავტორის მითითების გარეშე გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები