რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველი რევანშისტები უნდა დამშვიდდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისტერია, რომელიც პუტინის აგვისტოს ომის შესახებ საუბარს მოჰყვა, ადასტურებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს რევანშისტული გეგმები.

ვლადიმირ პუტინმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს ქართული შესაძლო სამხედრო აგრესიის შეჩერების გეგმები ომამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დანაყოფების წვრთნა კი მისი შემადგენელი ნაწილი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ გეგმის შემუშავება ქართული მხარის პროვოკაციებმა აიძულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისტერია, რომელიც პუტინის სიტყვებს მოჰყვა, ადასტურებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გეგმები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს გეგმები ჩავარდნისთვისაა განწირული და რევანშისტები სჯობს დამშვიდდნენ.

კომენტარები