რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ცხინვალში ვიზიტით რუსეთის პრემიერმა ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, 8 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერის ვიზიტი სამხრეთ ოსეთის "მოჩვენებითი დამოუკიდებლობის არგუმენტის გამყარებას" ემსახურება. თუმცა, იქვეა აღნიშნული, რომ რუსეთის ძალისხმევამ - საერთაშორისო საზოგადოებას მოსყიდვით, იძულებით ან წახალისებით ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი -  შედეგი ვერ გამოიღო. 
"კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები