9 აგვისტოს, Forbes-ის რუსული გამოცემის ვებგვერდზე, გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია ფილმზე დაკარგული დღე. ფილმი, რომელიც მსოფლიოს არც ერთმა არხმა არ უჩვენა და მხოლოდ YouTube-ის მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი ბოლო დღეების განმავლობაში "განსაზღვრავს რუსეთის პოლიტიკურ დღის-წესრიგს" - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.
დოკუმენტური ჟანრის სტილში გადაღებულ ფილმში რუსი გენერლები ერთხმად ადანაშაულებს იმდროინდელ პრეზიდენტსა და მთავარსარდალს დმიტრი მედვედევს საქართველოში ჯარების დაგვიანებით შეყვანაში. "მედვედევის ლაჩრობამ 1 000 ადამიანი მოკლა",- აცხადებენ გენერლები. 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი იური ბალუევსკი აცხადებს, რომ მედვედევს მხოლოდ ბრძანება უნდა გაეცა, სამხედრო მეთაურები კი მოქმედებას დაიწყებდნენ. მისი თქმით, მედვედევს მხოლოდ წლების წინ შემუშავებული გეგმის შესრულება მართებდა და მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა.
2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზაპარენკოც მსგავსი კრიტიკით გამოდის და მედვედევს ბრძანების დაგვიანებით გაცემაში ადანაშაულებს.
ფილმზე კომენტარი ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ, ბრძანების გაცემამდე ათჯერ მაინც უნდა დაფიქრდე.




