ოკუპირებული ტერიტორიები

კარასინი: სამხრეთ ოსეთი, როგორც სახელმწიფო, შედგა

РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე გრეგორი კარასინი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი, როგორც სახელმწიფო, შედგა. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი აქვს, ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების ჩათვლით.

კარასინი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი ავითარებს საკუთარ ეკონომიკასა და კულტურას და იქ ყალიბდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

კარასინს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური განვითარების მაგალითად 2011 წლის ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს. რეალურად კი მაშინ კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები ვერ მოიგო და მოსკოვს ქმედითი ღონისძიებების გატარება მოუწია.

კომენტარები