2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: საბჭოთა კავშირი არ აღდგება

აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტების, სამხედრო მოსამსახურეებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგებზე ისაუბრა და მიმოიხილა ის საფრთხეები, რომელიც "პუტინურ გეგმებს" უკავშირდება. 
პრეზიდეტნი ოკუპანტის 4 წლის წინანდელ გეგმებს შეეხო. მან განაცხადა, რომ კრემლი იმ დროისთვის სამი მიმართულებით მუშაობდა: დაემხო საქართველოს მთავრობა, მისთვის გეოპოლიტიკური ფუნქცია დაეკარგა და ხელი შეეშალა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ის გამარჯვებული არ არის. 
ახალ საფრთხეებთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროვოკაციებისა და ღია სამხედრო აგრესიის მეთოდების წარუმატებლობის შემდეგ, კრემლში "საქართველოს დამორჩილების" ახალი გეგმები მუშავდება. ეს გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნება უკავშირდება. ამისათვის კი კრემლი საქართველოს შიგნიდან გატეხვას შეეცდება - აღნიშნა სააკაშვილმა. 
"რაც არ უნდა იოცნებონ კრემლში და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა საქართველოში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება. ქართველ ხალხს კრემლის ოცნებების გვერდის ავლით განვითარების სხვა გეგმები გააჩნია", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები