ბუნებრივი სტიქია

ხანძარი ვაშლოვანში ლიკვიდირებულია

დედოფლისწყაროს რაიონში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი ათას ჰექტარ ფართობზე გავრცელდა. ძირითადად, ბალახი და ბუჩქნარი იწვოდა. ხანძარი დაუსახლებელ ტერიტორიას მოედო. მიყენებული ზარალი მხოლოდ ბალახებისა და ბუჩქების დაწვით შემოიფარგლა.

როგორც დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განაცხადა, ცეცხლის ჩაქრობაზე ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად თბილისიდან ჩამოსული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მეხანძრეები.

ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. ვაშლოვანში ჩავიდა გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.

ხანძარი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 30 ივნისს 17:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

 

კომენტარები