თეთრი სახლის განცხადებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაქვემდებარების ქვეშ მსახურებაზე კიდევ ორმა სირიელმა ელჩმა განაცხადა უარი. არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში მივლენილმა აბდელ ლაფიტ დაბაგმა და მისმა მეუღლემ, ლამია ალ ჰარირიმ, რომელიც კვიპროსში მსახურობდა, თანამდებობა 25 ივლისს დატოვეს და თავი კატარს შეაფარეს. ინფორმაცია ბარაკ ობამას პრესმდივანმა, ჯეი კერნიმ დაადასტურა, მისივე განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ასადის დღეები დათვლილია.
tbl.ge/1772
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- სირიის ხელისუფლებამ დამასკოში ალკოჰოლი აკრძალა
- ჰეზბოლას განიარაღების საკითხში სირიის პრეზიდენტმა ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა
- სირიის მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა ზავის სტაბილიზაციის მიზნით ახალი შეთანხმება დადეს
- კრემლმა სირიის ქამიშლის აეროპორტის დაცლა დაიწყო, სადაც რუსული ძალები 2019 წლიდან იყვნენ
- შეტაკებების ფონზე სირიის ციხიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები გაიქცნენ




