შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ავტომობილების გაჩერებას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებზე შეძლებენ.
ამ მიზნით, თბილისის მერიამ 350-მდე ადგილი გამოყო, სადაც ავტომობილის გაჩერებას ის პირები შეძლებენ, რომლებსაც პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერები ექნებათ. სტიკერების აღება კი თბილისის მერიაშია შესაძლებელი.
ყველა სხვა პირი, რომელის მანქანასაც პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, 1 აგვისტოდან 10 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საკონსულტაციო ოთახიც მოეწყო. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის მოსმახურება რიგის გარეშე იქნება შესაძლებელი.
თბილისი




