განათლების სამინისტრო

პროფესიულ ორიენტაციაში 20 ათასი ადამიანი უფასოდ გადამზადდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მსურველი გადამზადების ორთვიან კურსს გაივლის ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების პროექტის ფარგლებში საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 ათასი ადამიანი უფასოდ გადამზადდება. მონაწილეებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად.

პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე www.po.ge, აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს.

ტრენინგებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება.

 

კომენტარები