ეუთო

რუსეთმა საქართველოზე ეუთოს რეზოლუცია დაგმო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას საქართველოზე. ასამბლეამ რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო. იგი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ასამბლეის დეპუტატების უმრავლესობას არ სურს, ობიექტურად აღიქვას კავკასიაში არსებული სიტუაცია. ამგვარი მიდგომის გამო, მათი განცხადებით, ეუთოს ამ სტრუქტურას ერთმევა შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ რუსეთის დელეგაცია ეწინააღმდეგებოდა ამ დოკუმენტის მიღებას, რომელშიც გამოყენებულია ”პროპაგანდისტული კლიშე” საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე.

 

 

კომენტარები